Monday, October 18, 2010

იდეა - მზის ვაკუუმ კოლექტორების

მოკლედ ამ საკითხზე დიდი ხანია ადგილს ვტკეპნი სიზარმაცე-უფინანსობის გამო და ეხლა აქ მაინც დავწერ რაც ვიცი და რასაც ვაპირებ

თავიდან გამოუგონებიათ რუსებს და ბრიანსკში ქარხანა უშვებდა 50-იან თუ 60-იან წლებში, მაგრამ რადგან ენერგია უხვად ქონდა საბჭოეთს ამიტომ დაივიწყეს. და უშვებდნენ მარკებით ТВВК-С და ТВВК-М, ერთი იყო შუშის მილში შუსის მილი და მათ შორის ვაკუუმი, და მეორე შუშის მილში სპილენძი ხრომირებული და მათ შორის ვაკუუმი, ერთმანეთზე კი კოვარის ფირფიტით იყო გადაბმული თავში და ბოლოში. საჯაროში ვნახე ადრე ჟურნალი რუსული ძველი სახელად ჰელიო და მანდ ეწერა რო ესენი 250-300 გრადუსზე ადუჭებდნენ წყალს ანუ ორთქლს უშვებდნენ ჩვეულებრივ მზეზე მიშვერითო, მერე ვკითხე აქაურ ფიზიკოსს და კი კაცო ჩვენ ლაბორატორიულად აგვწავს ტემპერატურა 2000 გრადუსამდე ვაკუუმში დღის ნათურის დანათებითო. დღესდღეობით კი ჩინური და კანადური ვაკუუმ კოლექტორები შემოაქვთ ერთორ ფირმას და კარგი ძვირებიცაა თან რაღაცატო არ გვპირდებიან ეგეთ შედეგს როგორიც ძველ რუსულებს უწერიათ, ალბათ იმიტომ რომ ამოყენებული აქვთ თბური მილი და არა პირდაპირ თბება წყალი. მეც ვაექსპერიმენტე დღის ნათურების შუშის მილებით და არგამოვიდა ვერცხლის ორთქლს რო შეიცავს ის თეთრი პუდრი მომწამვლელი ყოფილა და შევეშვი. დემერკურიზაცია და ჩალიჩობები უნდოდა თან შუშაც თხელია და ადვილად მსხვრევადი.

ეხლა გავიდა დრო და ინეტში ვნახე იდეა ამ ვაკუუმ მზის კოლექტორის ადვილად აწყობის და ვგეგმავ კიდეც

ავიღებ ღვინის ქარხნების სქელ შუშის მილებს და შიგნით ჩავდებ გაჭვარტლულ სპილენძის მილს, მაგ: 1.5მეტრის რო იყოს შუშა და 1.7 შიდა სპილენძის მილი. თავს და ბოლოს გადავუბამ ეპოქსიდის ჩასხმით (მაგის ადვილი ტექნო მაქვს) ანუ შაიბებივით თავში და ბოლოში, ჩავაყოლებ პიპეტის შუშას და მივაერთებ ვაკუუმ ნასოსზე, რო ამოქაჩავს ჰაერს მერე მოვწვა პიპეტკის თავს რო ვაკუუმი დაიკავოს და ეგარის.

ჯერ გამოვცდი ერთცალს, და თუ იმუშავა მერე რამოდენიმე ეგეთს დავაკომპლექტებ და გადავაბავ, ან ეგრევე ჰაერს გავათბობ მაგ: სათბურებისთვის, ან წყალს ვაცირკულირებ და თერმექსს გავათბობ უდენოდ. ამასობაში თუ გამეხსნა მიდგომის მეთოდი იდეა ბიზნესად როგორ ვაქციო წარმოებასაც გავაკეთებ, სათბურების და შენობების გასათბობად დღის განმავლობაში, ჯერ მარტო თერმერქსით დამწვარი დენის 100 ლარის ქვითარი რო არ მომივიდეს ეგეც საქმეა :)  

დანარჩენს ნელნელა განვავრცობ........

მოკლედ   



1 comment:

  1. კარგი იდეაა, შედეგები მანტერესებს თუ შეიძლება

    ReplyDelete