Monday, October 18, 2010

იდეა ეკოფერმა

მოკლედ ამ ბლოგს უნდა გადავარქვა სახელი "ფული რო მქონდეს რას გავაკეთებდი" :)

თავისთავად თეორიულად უფრო ადვილი ჩანს ყველაფერი მაგრამ პრატიკულობამდე მაინც პირველ ნაბიჯად ითვლებ. თანხას რო მოვიგდებ მერე კი:

ვიყიდი ფირს სასათბურეს და ავაგებ კარკასს, გამოვა სათბური და როგორც დავითვალე 1კვმ 15-20 ლარამდე უნდა დამიჯდეს
ამ სათბურში ამოვთხრი ორმოს 70სმ-1მეტრამდე და ჩავაფენ იგივე სასათბურე ფირს, ბასეინიც იქნება სათბურში.
ვიყიდი ლიფსიტებს და გავუშვებ გავზრდი, კრანის წყალი თუ ეყო რავი კარასს კი ეყოფა წყლის საფილტრავად:) ანდა თუ გამავალი ვერ მოხერხდა მაშინ პატარა მატორი და აკვარიუმის ფილტრივით ვაცირკულირებ ოღონდ ძემოდან ფანტანივით გადავასხავ ხოლმე რო ჟანგბადი აიღოს, ფირი იქნება 2 ფენა და თვეში ერთხელ თუ გინდაც 2 კვირაში ერთხელ ნელნელობით ავახვევ ხოლმე და გამოვაყოლებ იმ ერთ ფენას რო თავის ნარჩენი ნაგავიანა ამოვიტანო და ცალკე ხალიჩასავით გავრეცხოხოლმე. აუზის ზომები იქნება 3მ-5მ-ზე და 1მ სიღრე, და ეს აუზი იქნება სათბურშიგნით რო ზამთარშიც გაიზარდონ.

მაააგრამ ამ ყველაფერს ჭირდება გათბობა და საკვები კორმა, და ამისთვის რა ვარიანტები და მიდგომები მაქვს იდეაში:

გათბობისთვის ან ტრადიციულად უნდა ვიყიდო გაზი ან შეშა ან დენი, ანდა ალტერნატიულ განახლებად წყაროებს უნდა მივმართო. ჯერ რაც მთავარია ამოთხრილ მიწაში ჯერ უნდა ჩაეწყოს პენოპლასტის ფირები და ისე გადაეფაროს სასათბურე ცელოფანი და ჩაესხას წყალი, რო მიწის ტემპერატურა არ აიღოს და ადვილად არ გაიყინის წყალი, ეს ქვემოდან. ზემოდან კი რახან ეს აუზი სათბურში იქნება ამ სათბურს უნდა გავუკეთო სითბური ფარდის სამაგრები იგივე სასათბურე ფირისგან, რომ როცა მოვრჩები შიგნით მუშაობას გადმოკეცო ადვილად და ადიელასავით გადავაფარო ბასეინს, რო შუქიც შევიდეს რადგან სასათბურე გამჭვირვალეა და თან გასათბობი მოცულობაც შეამციროს და ნაკლები ენერგია წაიღოს გათბობაზე. მოკლედ ეს დათბუნების საკითხებია
რაც შეეხება თვითონ გათბობას უცებ რო დავიანგარიშო 3x5x1=15კუბურ მეტრს, და ეს მოცულობა უნდა გათბეს შემდეგი ვარიანტებით.

1. ქარის გენერატორი უნდა დავუყენო Darios ტიპის, ანდა ჩემი მოგონილ აწყობილი შედარებით დაბალეფექთური მაგრამ ადვილი ასაწყობი




ყოველ შემთხვევაში ეს ათასპროცენტიანად გამოდგება წყლის საცირკულიროდ, გენერატორის მაგივრად ვამაგრებ კამაზი ტორმუზნოი კამერას გადაკეთებულს (სქელი რეზინის ნაცვლად ჩვეულებრივი კამერა ყენდება დიაფრაგმად, ამის ინსტრუქციაც მაქვს) დენისთვის კი დარიუსიც არაა ძნელი, უარჱოფიტი მხარი ის ააქვს რო უქარობაში სხვა რამე უნდა გქონდეს რეზერ ენერგიის წაროდ.

2. მზის ვაკუუმ კოლექტორი ოღონდ ეგრევე ჰაერი რო გაათბოს, თუ არადა სათბურის ერთი კედელიც სამხრეთისკენ უნდა იდგეს(რაც არცაა აუცილებელი) და იმის გაყოლებაზე ეს კოლექტრები უნდა ქონდეს, უარყოფითი ისაა რო ღამე სხვა წყარო უნდა იყოს თორე ისე ზამთარში კარგად იმუშავებს.

3.  ბოლობოლო ჩვეულებრი 500ლარიანი ზიმალეტა კონდინციონერი, 15 მკვ მოცულობაზე დაჭირდება დიდიდიდი 500 ვატი ანუ 1კვტ=17თეთრი, 0.5კვტ=8.5თ, 8.5*24სთ=2ლარი 2ლ*30დღეზე=60ლარი/თვეში, 60ლ*5თვეზე(აქტიური სეზონი) = 300ლარი გათბობის ხარჯი, თან თავისი კლიმატკონტროლით და ნაკლები შრომით:)

თევზის საკვები კორმა

ან უნდა ვიყიდო, ან ცალკე დაბალი სათბური უნდა გავაკეთო და კვალები მოვაწყო ჭიაყელების მოსაშენებლად, და ესეც წინასწარ რო რო გაიზრდებიან მერე გამოვარჩიო გავაშრო დავაფასოვო და ისე ჩავუყაროხოლმე. ეუფ პრატივნი საჩალიჩოა :(, :)))

მაქვს კიდე ერთი მიმამყოფი იდეა და არვიცი თუ გამოვა. საკალმახეებზე მინახია პროჟექტორი ქონდათ ჩართული და ღამე მწერის იზიდავდა შუქი, დაეტაკებოდა დაიწვავდა ფრთებს თუ დარეტიანდებოდა და წყალში ვარდებოდა და თევზებიც იქვე იყვნენ დანაჩანგლით და თეტღი წინსაფრით :)
ეს არვიცი მაგრამ ასევე ჩინურ მაღაზიაში ვნახე ტენისის ჩოგანივით სეტკაში რო დენი გადის და კოღოებს და ბუზებს რო მოქნევით კლავენ. ხოდა ამ მეთოდის საფუძველზე რო გაკეთდეს პრჯექტორი დიოდებზე რპ ბევრი არ დაწვას და წინდან მავთულების ბადე რო იყოს გაჭიმული მაღალი სიხშირის დენი რო გადიოდეს ანუ ის რაც ამ ჩინურ ჩოგანსააქვს რო ელექტროველში გაიაროს მწერა და იქვე დაეცეს, თუ იმუშავა ეგრე შეიძლება სერიოზული რაოდენობის რპოტეინი მოგროვდეს თევზებისათვის

თუ არადა ტრადიციულად კორმის შეძენა და დოზატორი და ისე გამოიკვებებიან

ამათ კალკულაციას მერე გავაკეთებ რა მოცულობაზე რა ჯიშიშ რამდენი კილო თუ ტონა თევზი იზრდება და რამდენი კორმა ჭირდებათ და რა ღირს და ეგეთები, ხოლო ამ მსჯელობით გაირკვა რო:
  1. თევზების მოსაშენებლად სათბური და შიგნით აუზი მაქსიმალური დათბუნებით, სითბური ფარდა და პენოპლასტები.
  2. გათბობისთვის ან ქარის გენერატორი, ან მზის ვაკუუმ კოლექტორი, ან ზიმალეტა
  3. კორმა-საკვებისთვის ან ჭიაყელები, ან მწერების კოლექტორი, ან ტრადიციული კორმა.
კონდენციონერი.   
დანარჩენს მერე გავაგრძელებ
ისე თუ ნატვრაა და ეღტი სრულყოფილი პატარა ეკოფერმა მაგარი იქნებოდა სადაც ერდროულად იქნება.
  1. სათბური კიტრი პამიდორისთვის
  2. სათბური აუზით თევზებისთვის
  3. ქარის გენერატოი, მზის ვაკუმ კოლექორი, ბიოგაზის დაადგარი, გათბობისთვის და ელ-ენერგიისთვის.
  4. დაბალი სათბური ჭიაყელების კვალისთვის, როგორც თევზების კორმა და როგორც ბიოჰომუსი სათბურისთვის.
  5. ერთი სატბურიც ორმაგი ფირით წიწლა-ბატებისთვსი და პატარა ინკუბატორისთვისაც.
  6. ერთი 5 მაგარ ჯიშიანი ძროხაც, ბიოგაზი რო ამუშაოს და ისედაც ხორცი-ყველი რამე :)
და ეს ყველაფერი სულ რაღაც 1 ჰექტარზე კომბინირებულად :)

No comments:

Post a Comment