Thursday, October 21, 2010

ონლაინ თამაში Fornula1

ესეც ერთერთი კარგი ბრაუზერული თამაში Vadafone-სგან, მშვენიერი გრაფიკაა და კარგი სატარებელიც. მთლათ Shader pixel 5.0 არ არის მაგრამ მაინც მაგარია, თან ინსტალაცია ამასაც არ ჭირდება, ერთი შეიძლება თავიდან Unity3d player მოითხოვოს და მერე ამ ტიპის თამაშებს ეგრევე გაუშვებს ხოლმე. მოკლედ ვისაც ფორმულა 1-ის ბარდიურებზე ხათქუნი ახარებს იმათთვის მისწრებაა :)
რაც მთავარია Google map-ზე ირჩევ ქვეყანას, ქუჩას, მოკლედ სასურველი ტრასის მარშუტს ადგენ და იმის მიხედვით აგენერირებს ტრასის მონახაზს. ცუდია რო თბილისის ტოპო რუკა არაა შესული გუგლიში, თორემ სიამოვნებით ჩავუყვებოდი ფილარმონიიდან მარჯანიშვილამდე და მერე ჩერეზსანაპირო დავაწვებოდი :) არადა ვისთვისაც სხვა ქალაქების ქუჩები და შესახვევებია ნაცნობი იგივენაირად გაუხალისდებათ ნაცნობ ადგილებში ნიკელაუდობანა:)


 ხედებიც ეცვლება

კოპი-ფესთ ბრაუზერში ეს ლინკი და საღამოს შამპანიურით იწუწავებ:)
http://racing.vodafone.com/hometown/en-gb/ 

ეეჰ ყველაფერი დასწრებაზეა რაა, რაღაცა რო მოგაფიქრდება ეგრევე უნდა რეალურად აქციო თორემ სხვა იზამს:(, ეს იდეა რამდენი ხანია მქონდა რო Google map-ის და NFS Shift -ის ნაჯვარი თამაში შექმნა ძალინ მაგარი იდეა იქნებოდა და ეს თამაშიც რაღაც მაგდაგვარია ოღონდ მაინც ნაკლებად რეალუსტური. აბა როგორი იქნება ლაივში რო შეგეძლება ნაცნობ ადგილებში ჩემპიონატები რო მოაწყო ანდა დათქმულ დროზე რო უყურო რეალურ რუკაზე ახლობელი რო მონაწილეობს, იქ მერე ფსონებობანაც წავა და ნუ მე დიდი აზარტისტი არავარ სტავკების მაგრამ ბევრ ხალხს კი ჩართავს მონაწილეებიან მაყურებლებიანა და თუგინდა პარიზ-დაკარი მოაწყონ ეგეც შესაძლებელი იქნება მალე, ცალკე გუგლი-ლაბში Google earth პლაგინის დაწერა სადაც საგონკაო ტრასა მაქსიმალურად რეალისტურად იქნება დამუშავებული და სერვერზე მიბმული
მოკლედ რასაც ვგულისხმობ აქ არის უკვე მაგის ჩანასახი და მე კი უკვე დიდი სიამოვნებით ვიჭენავე კარგი 2 საათი თბილისის ქუჩებში და ხან მთაწმინდაზე ავედი ხან ზღვაზე და ბოლოს უშბაზე ავედი რძის გადასაზიდი ფურგონით :)

ესეც მთაწმინდა

ეს ჩვენი ეროვნული სტადიონი

სპორტის სასახლე


ესეც ლინკი:
http://earth-api-samples.googlecode.com/svn/trunk/demos/milktruck/index.html

ოღონდ ოპერით არ შედის, Mozilla, ან Chrome ან Iinternet Explorer უნდა Safari-ზე არ ვიცი

დაბლა Teleport-ში ჩაუწერ Tbilisi ან ვის რაც უნდა და უკვე იქაურობას ლაშქრავ :)

ეს ყველაფერი კარგია და აქვს ინტერაქტიული მომავალი მაგრამ მე იმას ვფიქრობ ამ იდეებს რავუყო:) აგერ უკვე მეორე იდეა განახორციელა სხვამ და უნდა დავწერო დავაფიქსირო მაინც რაზეც გამიქრია და წარმოსახვით მაინც დამიხვეწია. ამ ერთი კვირის წინ გავიგე რო უკვე გამოუგონია ვიღაცას დერჟაბლის მაგვარი ტვირთების გადასაზიდად, რამოდენიმე ტონას აწევსო და სავაჭრო სატრანსპორტოთ მაგარიაო

არადა ვფიქრობდი მაგას რო ჰელიუმის გასაბერი ბუშტებივით რო სისტემიზირებულად მოხდეს ვთქვათ რამოდენიმე ან ასამდე მაინც ეგეთი პატარა ბუშტზე მობმული 150გრამიანი ტვირთი თითოზე და ესენი ერთად გადაბმული რაღაც ლოკომოტივმა რო ატაროს მზის და ქარის ენერგიაზე, პატარა აეროსტატი ლოკომოტივი რა,
 ანუ ახედავ ცაზე და ღრუბელივით რაღაც შკვრა ნელნელა მიედინება. ნუ ქარი წაიღებს-წამოიღებს აწვალებს მაგრამ საერთო ჯამში მაინც გეზზე იდგება GPS targeting-ით, მაგალითად მობილურების პარტია (თითო კია 150 გრამამდე) თითო ბუშტზე თითო 150გრ კონტეინერით სადღაც სამ კვირაში ან ერთ თვეში მიფრნდება თუ მილივლივდება საქართველოდან პოლონეთში, ან რამე ეგეთი მანძილი. ანუ სისტემა რო დაინერგოს არასწრაფ გადაზიდვებზე მოთხოვნილება რაც იქნება თავისი ტვირთის დაზღვევით და იმის გათვლით რო ნუ მაინც ბაზარი საზღვრავს ეგეთი სისტემის არსებობის ყოფნა არყოფნას და თუ ეღირებათ ბეევრად იაფად ოღონდ მეტ დროში გადაზიდვა. მერე ნახე ლაგარტკიანი სომალელი მეკობრე ბავშვები :)
მოკლედ ამის მეტზე არც წავსულვარ იდეაში და ა საღოლ უკვე ვინც მოიგონა კარგი აეროდინამიული ფორმაც მიცა ქარმა რო ნაკლებად წაიღოს და მგონი 100ტონამდეაო შესაძლებელი გადატანა. მდაა..არაუშავს გამოსაგონი კიდევ ბევრია :)

ესეც სტატია ამ საკითხზე:
http://www.membrana.ru/articles/technic/2010/10/05/173200.html

_______________

სად ფორმულა 1 სად დერჟაბლი მაგრამ არაუშავს წერას მოყვა
ამ პოსტს ეყოფა და ეხლა დავწერ შემდეგ პოსტში ჩემს მოსაზრებას კუნთის ეფექტზე ანუ როგორ ხლიჩავდნენ ეგვიპტელები წყლის წვეთით კლდეს და ამზადებდნენ ლოდებს, და რა ხეირი შეიძლება დღესდღეობით ამ ეფექტისგან

No comments: