Thursday, October 21, 2010
კუნთის ეფექტი
ეხლა რა ხდება,
ცნობილია რომ ეგვიპტელები კლდეზე აკეთებდნენ პატარა ნახვრეტს და შიგ არსობდნენ ხის სოლს, შემდეგ ამ სოლს ნელნელა წვეთწვეთობით ასხავდნენ წყალს და სოლიც კუნთივით იბერებოდა ფართოვდებოდა და შესაბამისად კლდეც ნაპრალს ღებულობდა, ანუ სკდებოდა. და ესეთნაირად რამოდენიმე ადგილას გახვრიტავდნენ და ამ სოლებით და წყლის დასხმით კლდეს ატეხავდნენ ლოდებს
http://en.wikipedia.org/wiki/Great_Pyramid_of_Giza
”The Great Pyramid consists of an estimated 2.3 million limestone blocks with most believed to have been transported from nearby quarries. The Tura limestone used for the casing was quarried across the river. The largest granite stones in the pyramid, found in the "King's" chamber, weigh 25 to 80 tonnes and were transported from Aswan, more than 500 miles away. Traditionally, ancient Egyptians cut stone blocks by hammering wooden wedges into the stone which were then soaked with water. As the water was absorbed, the wedges expanded, causing the rock to crack. Once they were cut, they were carried by boat either up or down the Nile River to the pyramid”.[18]
ადგილი სადაც ლოდებს ჭრიდნენ
ასევე ამასწინათ ვუყურე საოცრად საინტერესო დოკუმენტურ ფილმს რომელსაც ქვია ”წყალი” და იქ ნათვამია რომ წყლის მოლეკულური შესწავლისას გაირკვა რომ წყალი ერთგვარი ცოცხალი არსებაა რომელიც რეაგირებს გარემო მოვლენებზე რომელიც ჩანს მოლეკულების წყობაზე, ანუ წყლის ჭურჭერთალ რაიმე სიტყვის წარმოთქმის მერე შეხედეს მიკროსკოფით იმ წყლის წვეთს, და თუ სიტყვა დადებით აზრს შეიცავდა მაგალითად მადლობას ან მიყვარხარს მაშინ მისი სტრუქტურა იყო სიმეტრიული ფორმის ფიფქისმაგვარი ლამაზი სტრუქტურის, და თუ ეს წარმოთქმული სიტყვა იყო ნეგატიური აზრის მატარებელი მაშინ ამ წყლის სტრუქტურა იყო ქაოსური და უუ. შემდეგ ამ ფილმში უამრავი საინტერესო პარალელი იყო გავლებული წყლის სტრუქტურასა და ჩვენს ცხოვრებაში მის გამოვლინებასთან დაკავშირებული, მაგრამ ყველაზე ძალიან დამამახსოვრდა ის რომ იგი შედგება კლასტერებისგან, ა
ნუ როგორც აღვიქვი მისი უმცირესი ნაწილაკები ჯგუფდებიან და ქმნიან კლასტერებს, და ეს კლასტერები წარმოთქმული სიტყვის შესაბამისად მაგნიტდებიან, იძენენ პოლუსების მიმართულებას, და ერთმანეთს მიიზიდავენ თუ განიზიდავენ სიტყვაში კოდირებული ენერგიის შესაბამისად, და ასე ქმნიან სიტყვის შესაბამის ვიზუალურ ფორმას.
აქედან გამომდინარე რახან არსებს კლასტერი, რო წარმოვიდგინოთ თუ რა პროცესი მიდის კლდეში ჩარსობილი სოლის შიგნით არსებუ წყალში, რომ არა სოლი ანუ მატერია რომელიც იჟღინთება, მაშინ წყალი ჩაესხმებოდა გინდა წვეთებით და გინდაც ჭავლით და არც არაფერს იზამდა ესეთ მოკლე დროში, ხო?, ანუ მატერიის (ხის სოლის) შიგნით წყალი როცა იკავებს ადგილს მაშინ ყოველი წვეთის დამატების შემდეგ თითოეული კლასტერის შემადგენელი მოლეკულების რიცხვი დროებით იზრდება, და შემდეგ კლასტერის წევრები ისევ წყლის თვისებით განსაზღვრულ რაოდენობას უბრუნდება, ხოლო გამოდენილი ნაწილაკები კი ქმნიან ახალ კლასტერს და შესაბამისად საერთო მოცულობაც ამით იზრდება. კლდეც ვეღარ უძლებს გაფართოვებას და იკეთებს ნაპრალს
და რადგან წყალს ამხელა ძალა აქვს:) ჩვენ კიდე დღესდღეობით გვჭირდება რამე უწყინარი ენერგია რომელიც განვითარებაშიც ხელს შეგვიწყობს და გარემოსაც არ დაგვიზიანებს, რატომაც არ შეიძლება ამისთანა, ბუნებაში ჩადებული შეუწინააღმდეგელი გაფართოების ძალის, სასარგებლო ენერგის მისაღებად გამოყენება.
პირველ რიგში რაც მაფიქრდება უუუზარმაზარი გენერატორი, ძალზედ დაბალ ბრუნიანი, უამრავ პოლუსებიანი, რომლის მატრიალებელ ძალადაც იქნება ამ გენერატორი გარშემო ჩალაგებული სოლის მაგვარი ხის ნაჭრები, რომლებიც შერჩეული რეჟიმით თანმიმდევრულად ირწყვება წყლის წვეთებით, და ერთმანეთს აშორებს ორ მტკიცე მეტალის მირფიტებს რომელთა შორისაც არის ეს ხის ნაჭერი, და პატარპატარა ბიძგებით რგრიგობით აბრუნებენ ამ დიიდ გენერატორს, რომლის ერთი ბრუნიდან გამომუშავებული ენერგიაც წარმოდგენისთვის ვთქვათ ერთ ქალაქს მაინც უნდა ეყოს :) ეს ისე წარმოდგენისთვის. მაგრამ
ანუ საკითხი კი დასახვეწია მაგრამ პრინციპი გვაქვს, ის რომ მატერიაში მოთავსებული წყლის კლასტერულ დონეზე გაფართოვების შეჩერება შეუძლებელია. (ესე რომ არ იყოს მტკიცე კლდეც კარგად შეაჩერებდა, და ხის ფესვიც ვერ გახეთქავდა ხოლმე).
საკითხი არის ამ დაბალი ტემპის მაგრამ დიდი ძალის გაფართოების მოძრაობის სახით რედუქტირება და ამ მოძრაობით სასარგებლო ენერგიის მიღება.
არ ვიცი ვის როდიუს მოუვა აზრი და იდეა ამ პრინციპის სასარგებლოდ გამოყენებაზე, მაგრამ თუ წყალს მართლა ადამიანის ხასიათის და ნათქვამი სიტყვის აღქმის უნარი აქვს მაშინ რაც ჩვენ ქართველები სუფრასთან ვილოცებით და ვადღეგრძელებთ ერთმანეთს:) ორგანიზმის 70% ხო სითხეა, თან ნაკურთხი და დალოცვილი წყალიც ძნელად ფუჭდება :)
ესეც ფილიმი წყალზე
No comments:
Post a Comment