Thursday, November 11, 2010

Tuesday, November 2, 2010

იდეა გრავიტაციული ძრავი


Gravity engine - გრავიტაციული ძრავი

ეს იდეა წლების წინ მომივიდა და გადამქონდა კომპიდან კომპამდე, ეხლა ვთვლი რომ ჯობია აქ დავდო გასანხილველად.
 
ეს არის გრავიტაციული ძრავის იდეა სადაც გამოყენებულია წყლისგან მჩატე სხეულის ამომგდები, და დედამიწის მიზიდულობის ძალები. როდესაც ჰაერით სავსე მოძრავი რეზერვუარი ზემოთ მიემართება წყლის ამომგდები ძალის მეშვეობით, ჰაერით ტუმბავს უძრავ რეზერვუარს შემდგომი ციკლის შესასრულებლად. მაღლა ასული მოძრავი რეზერვუარი ცლის ჰაერს და იწყებს ძირვას, ქვემოთ კი უძრავ რეზერვუარში დაგროვილი ჰაერი ახლიდან გადაეცემა და ა. შ. რაც უფრო მაღალია მთავარი წყლის ავზი მით უფრო  მეტია სიმძლავრეც.


ეს კიდევ ორი ცილინდრის მსგავსად უწყვეტი მოძრაობისთვის


უძრავი რეზერვუარიდან მოძრავშე ჰაერი გადაეცემა მარტივი სარქველით, (იმისდაგვარი რაც საბურავის კლაპანია)


მაღლა ასულ მოძრავ რეზერვუარ "ბატისკაფ"-საც სარქველის გამღები იგივენაირად ხვდება ჰაერის დასაცლელად.


თავისთავად დეტალები დასახვეწია მაგრამ აქ მუშაობის პრინციპზე მაქვს აქცენტი
ანუ წყლის ამომგდები ძალის ხარჯზე ზემოთ მოძრავი რეზერვუარი "ბატისკაპი" მობმული თოკის მეშვეობით ატრიალებს ჰაერის ტუმბოს და ნემსის წვეროსხელა უკუსარქველიანი ცხვირით ტუმბავს ნელნელობით ჰაერს უძრავ ფიქსირებულ რეზერვუარში. შემდგომ როდესაც მოძრავი ბატისკაფი ავა წყლის ზედაპირზე მას გაეხსნება სარქველი და დაცლის ჰაერს და დაიწყებს ჩაძირვას ბალანსირებული სიმძიმე გირის მეშვეობით რომელიც თოკის ბოლოშია მობმული. ფსკერზე დასული ბატისკაფი კი გახსნის უძრავი რეზერვუარის სარქველს და ეს წინასწარ შეტუმბული ჰაერიც მოძრავ ბატისკაფში ატივტივდება შემდგომი მოძრაობის დასაწყბედ.
ამდაგვარად წყლის ამომგდები ძალის დიდი ნაწილი დაიხარჯება ჰაერის ახალი პორციის შეტუმბვაზე და დანარჩენი გამოსადეგი იქნება ელ-ენერგიის მისაღებად. და რაც უფრო მაღალი იქნება რეზერვუარი მით უფრო მეტი სასარგებლო ძალა დარჩება. ამ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს პერპეტუმობილთან, არამედ გვაქვს არსებული ძალების გამოყენებით სასარგებლო ენერგიის მიღებასთან.